დღეს თბილისის ნაწილს წყალმომარაგება დროებით შეეზღუდება, რაც უკავშირდება წყნეთის გზატკეცილის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს. აღნიშნულ პერიოდში დღეს, საღამოს 18:00 საათიდან 5 ივლისის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: წყნეთის გზატკეცილს, კაკლების დასახლებას, უნივერსიტეტის, მარგიანის, მარიჯანის, ტაბლიაშვილის, ამაღლობელის და მიმდებარე ქუჩებს, ქავთარაძის ქუჩის და ნუცუბიძის ქუჩისა და ვაჟა-ფშაველას გამზირის ნაწილს. ასევე საღამოს 18:00 საათიდან 5 ივლისის დილის 14:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: წყნეთს, კიკეთს, წავკისს, კოჯორს, ბეთანიას, ახალდაბას, სამადლოს და კვესეთს.