გასულ ღამეს, რუსულმა ძალებმა უკრაინას Shahed-ის ტიპის 22 დრონით შეუტიეს, თუმცა უკრაინელებმა 21 დრონის ჩამოგდება მოახერხეს. ქვეყნის საჰაერო ძალების ინფორმაციით, საბრძოლო სამუშაოების შედეგად, საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფებმა, თავდაცვის ძალების მობილური საცეცხლე ჯგუფების ეკიპაჟებმა და უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების რადიო-ელექტრონული ბრძოლის საშუალებებმა, უპილოტო საფრენი აპარატები კიევის, ჩერნიგოვის, ჟიტომირის, სუმის და პოლტავას ოლქებში გაანადგურეს. მათივე ინფორმაციით, ოკუპანტებმა დრონები რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქიდან გაუშვეს.