ჩინეთიდან თურქეთის მიმართულებით შუა დერეფნის ახალი მარშრუტის გავლით პირველი სატვირთო მატარებელი გავიდა. ინფორმაციას სააგენტო Trend-ი აზერბაიჯანის რკინიგზაზე დაყრდნობით ავრცელებს. მატარებელი 110 კონტეინერისგან შედგება და საყოფაცხოვრებო ტექნიკით, ასევე, პირველადი მოხმარების ნივთებით არის დატვირთლი.
მატარებელი 28 ივნისს ჩინეთის პროვინცია ძზიანსუს დედაქალაქ ნანკინიდან სტამბოლის მიმართულებით გავიდა და ცენტრალური აზია-კასპიის ზღვა-აზერბაიჯანი-საქართველოს მარშრუტს გაივლის. ცნობითვის: ამჟამად ჩინეთსა და ევროპას შორის ტვირთის გადაზიდვა რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს, თუმცა ყველა მათგანი ცენტრალური აზია-კასპიის ზღვა-აზერბაიჯანი-საქართველო-შავი ზღვის მაშრუტს გადის.