გენერალური პროკურორობის კანდიდატების მოსმენა დაიწყო. საპროკურორო საბჭოს წევრებმა ვიქტორ ახალბედაშვილს მოუსმინეს. მისი მოსმენა გენერალურ პროკურატურაში სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე 11 კანდიდატია დარეგისტრირებული. წარდგენილ კანდიდატებს შორის გენერალური პროკურორის მოადგილე, გიორგი გაბიტაშვილიცაა. პროცედურის მიხედვით გასაუბრების ეტაპის დასრულების შემდეგ, შერჩეულ კანდიდატებს საბჭო პარლამენტს გადაუგზავნის.