ამერიკის ელჩის რობინ დანიგანის განცხადება სადაც ის აცხადებს რომ მსოფლიოს მრავალ ადგილას არსებობენ ადამიანები, ვისაც დემოკრატია აშინებს, განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა გახდა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიციის ერთი ნაწილი ქართულ ოცნებას უკავშირებს დანიგანის გზავნილებს. მათი თქმით სწორედ ქართული ოცნება ცდილობს შიში დანერგოს საქართველოს მოქალაქეებში. განსხვავებული მოსაზრება აქვთ მმართველ გუნდში. მათი თქმით, დემოკრატია თუ ვინმეს აშინებს, ეს ოპოზიციაა.