ერთიანი ეროვნული გამოცდების მეორე დღე მიმდინარეობს. აბიტურიენტები გამოცდას დღესაც ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ. პირველი სესია დილის 8 საათზე გაიხსნა, გამოცდა კი 9 საათზე დაიწყო. მეორე სესიისთვის რეგისტრაცია 14 საათზე, გამოცდა კი 15 საათზე დაიწყო. წელს რეგისტრირებულია ჯამში 47 ათასზე მეტი აბიტურიენტი. ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყო და 26 ივლისს, ფიზიკის გამოცდით დასრულდება.