საარჩევნო ადმინისტრაციის მუდმივმოქმედი საწყობის მშენებლობა, სადაც საარჩევნო აპარატურა და სხვა ინვენტარი უნდა განთავსდეს აქტიურ ფაზაშია. მშენებლობის პროცესი ცესკოს თავმჯდომარემ დაათვალიერა და სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს გაეცნო. საწყობის მშენებლობა 5 თვის წინ დაიწყო. კონსტრუქციული ნაწილის მშენებლობა უკვე დასრულებულია, ამ ეტაპზე შიდა სივრცის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურა სრულად იქნება მორგებული ბიზნეს პროცესზე, რაც ელექტრონული მოწყობილობებისა და საარჩევნო ინვენტარის მომზადებას, შეფუთვას და საარჩევნო კომისიებში ცენტრალიზებული წესით დისტრიბუციას მოიცავს. მშენებლობის დასრულება მიმდინარე წლის აგვისტოს თვის მეორე ნახევარში იგეგმება.