ბათუმში ზღვის სანაპიროზე პარაშუტის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით, რა დროსაც ერთი ტურისტი დაიღუპა, ხოლო მეორე დაშავდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 275-ე მუხლით დაიწყო, რაც წყლის ტრანსპორტოს ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. რაც შეეხება დაშავებულ მამაკაცს, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული, ექიმების თქმით, მას კვლევები უტარდება. გარდაცვლილი ტურისტი კი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. ბათუმის სანაპიროზე ძლიერი ქარის შედეგად, პარაშუტი ჩამოვარდა, რომელზეც ტურისტი ცოლ-ქმარი იმყოფებოდნენ. ქალი ადგილზე დაიღუპა.