მზადება ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის და კრიტიკა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან - ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული მწვავე რეზოლუციის შემდეგ ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებული არიან, რომ ოქტომბერში საერთაშორისო დამკვირვებელთა მხრიდან ყურადღება უპრეცედენტოდ მაღალი იქნება. მათივე განცხადებით, მიღებულ რეზოლუციაში გადმოცემული კრიტიკული შენიშვნები კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ „ქართული ოცნება“ ქვეყანას ევროინტეგრაციას აშორებს.