როგორი იქნება ოპოზიციის კონფიგურაცია ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის - ამ კითხვას პასუხი, დიდი ალბათობით, რამდენიმე დღეში გაეცემა. ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ 8 ივლისამდე საზოგადოება გაიგებს, ბრძოლის რა ტაქტიკას აირჩევს პროდასავლური ოპოზიციური ფლანგი. პარტია "ლელოში" ამბობენ, რომ საუბარი ოპოზიციის ერთიან საარჩევნო სიაზე დასრულებულია, რაც, დიდი ალბათობით, იმას ნიშნავს, რომ ოპოზიციის შიგნით რამდენიმე მსხვილი ცენტრი ჩამოყალიბდება. რაც შეეხება გიორგი გახარიას გუნდს, პარტია „საქართველოსთვის“ ბრძოლის დამოუკიდებელ გზას ირჩევს.