საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და შენარჩუნებაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისა და ქვეყნის ერთგული სამსახურისათვის ფშავის მკვიდრი, ვასილ ნაყეური ღირსების მედლით დააჯილდოვა. დაჯილდოების ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა და სახელმწიფო ჯილდო საქართველოს პრეზიდენტმა ვასილ ნაყეურს პირადად გადასცა. ცისკარაულების კოშკის რეაბილიტაციაზე, საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, საქართველოში 420 000 ლარი დაიხარჯა, საიდანაც, დაახლოებით 90 000 ლარი პროექტში ჩართულ ადგილობრივ თემს მოხმარდა.