ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები ჯამში 19 300 ჰექტარ ფართობზე განხორციელდება. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სტატისტიკური მეთოდით ტყის ინვენტარიზაციის საველე სამუშაოები ივნისის თვეში დაიწყო და მიმდინარე წლის ნოემბერში დამთავრდება. ოზურგეთში ტყის ინვენტარიზაცია, კლიმატის მწვანე ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის - ECO Georgia ფარგლებში, ეროვნულ სატყეო სააგენტოსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდება.