„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, თათია ნიკოლაშვილი, სტრასბურგში, სოციალური ჩართულობისა და ადამიანის ღირსების კომიტეტს ესწრება - აღნიშნულ კომიტეტზე ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე ადამიანის უფლებებს განიხილავენ. თათია ნიკოლაშვილმა საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევებზე, განსაკუთრებით კი ე.წ. გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციებზე მომხდარ ფაქტებზე ისაუბრა, სადაც მშვიდობიან მომიტინგეებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ. მან ასევე გაიხსენა „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მიმართ სპეცრაზმის მხრიდან განხორციელებულ ძალადობა და ასევე ამავე პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანზე, დიმიტრი ჩიქოვანზე განხორციელებულ თავდასხმაზეც ისაუბრა.