საქართველოში ბრიტანეთის ელჩის, მარკ კლეიტონის განცხადებით, ე.წ. გამჭვირვალობის კანონის მიღებისა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, რამდენიმე "საგრძნობლად მნიშვნელოვანი გარიგება დაპაუზებულია". ელჩმა საქართველოსი ინვესტიციებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი ქვეყანაში ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია. მანვე აღნიშნა, რომ იმ მღელვარებისა და არასტაბილურობის ფონზე, რომელიც აღნიშნულმა კანონმა საქართველოს მოუტანა, ბრიტანული კომპანიების ღირებულება ასეული მილიონობით ფუნტით შემცირდა. მისივე განცხადებით, ინვესტორები აკვირდებიან საერთაშორისო პრესასაც, სადაც საქართველო "კარგად არ გამოიყურება".