გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინას კურსკისა და პრიმორსკო-ახტარსკის ტერიტორიებიდან Shahed-ის ტიპის 32 დრონით შეუტიეს. უკრაინელებმა 32-ვე დრონი განადგურება შეძლეს. ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების განცხადებით, უკრაინელებმა დრონები მიკოლაივის, ოდესის, ხერსონის, დნეპროპეტროვსკის, კიევის, ჩერნიგოვისა და ჩერკასის ოლქებში ჩამოაგდეს.