12 ივლისიდან „ევოლუშენ ჯორჯიას“ თანამშრომელთა ნაწილი უვადო გაფიცვას აანონსებს, რომელსაც, როგორც თავად ამბობენ, 5000-მდე პირი შეუერთდება. დასაქმებულები ”მენეჯერებს დამამცირებელ და შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებაში“ ადანაშაულებენ და ღირსეული სამუშაო გარემოს შექმნას მოითხოვენ. როგორც ცნობილია, მოლაპარაკებები დასაქმებულთა წარმომადგენელებსა და ადმინისტრაციას შორის ორი წლის განმავლობაში გრძელდებოდა და პროცესში ჩაერთო ჯანდაცვის სამინისტროც, რომელმაც მედიატორი გამოყო, თუმცა საბოლოოდ, 25 ივნისს მედიაცია შეთანხმების გარეშე დამთავრდა.