საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მისამართით კრიტიკა არ წყდება - ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციის შემდეგ ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებული არიან, რომ ოქტომბერში საერთაშორისო დამკვირვებელთა ყურადღება უპრეცედენტოდ მაღალი იქნება. მათივე განცხადებით, მიღებულ რეზოლუციაში მითითებული შენიშვნები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება“ ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას აფერხებს. ამ საკითხს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე გამოეხმაურა - ბოკუჩავამ „ქართული ოცნების“ ქმედებას ქვეყნის ღალატი უწოდა. განსხვავებული მოსაზრება აქვთ მმართველ პარტიაში - „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ აღნიშნული რეზოლუცია საქართველოს ინტერესებს ეწინაარმდეგება.