საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გიორგი ამილახვარის ხელმძღვანელობით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორთა საბჭო გაიმართა. რექტორთა საბჭოში საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების რექტორები და წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. საბჭოს ფარგლებში მონაწილეებმა სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე იმსჯელეს. საუბარი ასევე შეეხო რექტორებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლების მხრიდან დასმულ აქტუალურ საკითხებს. მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, მათთვის საინტერესო თემებზე უშუალოდ მინისტრისგან ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ.