4 ივლისს "ექსპო ჯორჯიას" 11-ე პავილიონში საქართველოს ენერგეტიკული გამოფენა და ფორუმი გაიხსნა. ფორუმის მთავარ თემას საქართველოს, როგორც განახლებადი ენერგიის დერეფნის გადამწყვეტი როლის წარმოჩენა წარმოადგენდა. ენერგეტიკული ფორუმის პანელურ დისკუსიებში მონაწილეებმა ელექტროენერგიის მართვის სისტემებზე, განახლებადი ენერგიის წყაროების მხარდაჭერის მექანიზმებზე, დაფინანსების შესაძლებლობებზე, ელექტროენერგიის ბაზრის ლიბერალიზაციასა და საქართველოს, როგორც მწვანე ენერგიის რეგიონული ჰაბის პერსპექტივებზე ისაუბრეს. ასევე საუბარი შეეხებოდა მზის ფოტოელექტრული სისტემების მაქსიმიზაციას, ენერგიის შენახვის ინოვაციურ გადაწყვეტილებებს, ქარის ენერგიისა და ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის ოპტიმიზაციას. ფორუმში ჩართული იყო „მზიანი ველი“-ც რომელიც მზის სისტემების იმპორტიორ კომპანიას წარმოადგენს. მზიანი ველის დირექტორმა ნიკა ბარიშვილმა აღნიშნა, რომ აღნიშნული ფორმუმი ძალიან მნიშვნელოვანია როგორც საზოგადოების ინფორმირებისთვის, ასევე მთლიანი სექტორის პოპულარიზაციისთვის და მზის ენერგიის მიმართულებით საზოგადოებაში ცნობადობის ამაღლების კუთხით.