რა კონფიგურაციით წარსდგებიან ოპოზიციური პარტიები ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე - ამ კითხვას პასუხი დიდი ალბათობით, უახლოეს დღეებში გაეცემა. ხელისუფლების ოპონენტების დიდი ნაწილი დარწმუნებულია, რომ ოქტომბერში გამარჯვების მომტანი არა ერთიანი სია, არამედ ამომრჩევლისთვის რამდენიმე გასხვავებული ვარიანტის შეთავაზება იქნება. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მუშაობა რამდენიმე ოპოზიციური ცენტრის ჩამოყალილებების შესახებ უკვე დასკვნით ფაზაშია. თავის მხრივ, საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციის წარმატების შანსებს მინიმალურად აფასებს.