აშშ-ის მხრიდან ერთობლივი სამხედრო სწავლების, „ღირსეული პარტნიორის“ გადადების საკითხი კვლავ პოლიტიკური ბრალდებების მთავარი თემაა - ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ ე.წ. გამჭვირვალობის კანონის მიღებით საქართველოს ევროინტეგრაცია საფრთხეში ჩააგდო. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ შტატების მხრიდან გადადგმული ნაბიჯი იმის დასტურია, რომ ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორები არ აპირებენ, რომ, როგორც თავად ამბობენ, საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეულ „პრორუსულ კურსს“ შეეგუონ. საპარლამენტო უმრავლესობაში კი აშშ-ის მხრიდან სამხედრო სწავლების გადადებას გაუგებარს უწოდებენ.