საპროკურორო საბჭოში გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრება გრძელდება - დღეს შეკითხვებს გიორგი გაბიტაშვილი და გრიგოლ გაგნიძე უპასუხებენ. საბჭოში გენერალური პროკურორობის სულ 11 კანდიდატურაა წარდგენილი, აქედან 4-ს უკვე მოუსმინეს. 11-ი კანდიდატიდან საბჭო, ფარული კენჭისყრით, 3-ს შეარჩევს, რის შემდეგაც პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს. სწორედ პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს წარდგენილთაგან ერთ-ერთი აღნიშნულ თანამდებობაზე. გენერალური პროკურორის პოსტი მაისიდან, ირაკლი შოთაძის მიერ თანამდებობის დატოვების შემდეგ, ვაკანტური რჩება. ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ უმჯობესი იქნებოდა, საკითხი მომდევნო მოწვევის პარლამენტს გადაეწყვიტა.