საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, გაბრიელ ატალმა პოსტიდან გადადგომის შესახებ განაცხადა. ატალის თქმით, პრემიერმინისტრობა მისთვის დიდი პატივი იყო. როგორც მან აღნიშნა, ემანუელ მაკრონის „ცენტრისტულმა ალიანსმა“ იმაზე სამჯერ მეტი მანდატი მოიპოვა, ვიდრე ამას პროგნოზირებდნენ, თუმცა მას უმრავლესობა მაინც აღარ გააჩნია, რის გამოც ატალი დღეს დილით პრეზიდენტს გადადგომის თხოვნით მიმართავს.