დააზიანებს თუ არა საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობას შტატების მიერ საერთო სამხედრო სწავლების გადადება - აღნიშნული საკითხი განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან გაჟღერებული ბოლოდროინდელი განცხადებები ამერიკელი პარტნიორების მისამართით საბოლოოდ როგორც ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს, ისე უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობას დააზიანებს, თუმცა განსხვავებული მოსაზრება აქვთ მმართველ გუნდში.