გლოვოს დაჭრილ და ნაცემ კურიერს ოპერაცია გვიანობამდე უტარდებოდა. ექიმის განცხადებით, ის ახლა მკურნალობას პოსტოპერაციულ პალატაში გააგრძელებს. ტრავმატოლოგ ნინო რამიშვილის განცახდებით, ჯერჯერობით უცნობია, როდის გაეწერება კლინიკიდან პაციენტი. გლოვოს კურიერზე თავდამსხმელი ამ დრომდე მიმალვაში იმყოფება. გამოძიება 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. შემთხვევა თბილისში 2 დღის წინ მოხდა. დაშავებულ თემო სიგუას, ფეხში პნევმატური იარაღიდან 3 ტყვია აქვს მოხვედრილი.