აღმოსავლეთ საქართველოში კალიების საწინააღმდეგოდ 12 ათასი ჰა ფართობია დამუშავებული. მოსახლეობისთვის ზარალის მინიმუმამდე შემცირების მიზნით, აღმოსავლეთ საქართველოში სასოფლო-სამეურნეო კულტურების საშიში მავნებლის - იტალიური კალიის საწინააღმდეგო ღონისძიებები გრძელდება. კახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, ტერიტორიები სამანქანე დანადგარებით მუშავდება. სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დამცველები მავნებლის გავრცელების არეალს ადგენენ მონიტორინგის შედეგების საფუძველზე, რის შემდეგაც იგეგმება წამლობითი ღონისძიებები.