დავით სონღულაშვილი და ანტონ ობოლაშვილი ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 49-ე სესიაში მონაწილეობენ. პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტზე, რომელსაც საფრანგეთის სენატორი, კრისტოფ ანდრე ფრასა თავმჯდომარეობდა, ფრანკოფონიის სივრცეში არსებული პოლიტიკური და უსაფრთხოების შესახებ მდგომარეობა მიმოიხილეს. გაკეთდა მოხსენებები წევრ ქვეყანებში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა სიტყვით მიმართვისას რუსული ოკუპაციისა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.