დღეს, საღამოს 8 საათზე ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია ახალი შემადგენლობით წარსდგება. „ნაციონალური მოძრაობა“ დღევანდელ ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ თინა ბოკუჩავას და ასევე პოლიტსაბჭოს ოფიციალურად წარადგენს. მნიშვნელოვანია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარტიაში ახალი სახეების, მათ შორის საზოგადოებისთვის ნაცნობი პირების გამოჩენასაც აანონსებენ. კონკრეტულად რა კონფიგურაციით წარსდგება „ნაციონალური მოძრაობა“ მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნებში და ვინ შეიძლება ვიხილოთ ოპოზიციურ გაერთიანებაში.