საპროკურო საბჭოში გენერალური პროკურორის მოქმედი მოადგილის მოსმენა გაიმართა. სწორედ გიორგი გაბიტაშვილია ერთ-ერთი, ვისაც ვაკანტური ადგილის დაკავება უნდა. გაბიტაშვილმა საკუთარ გამოსვლაში იმის პირობა დადო, რომ მისი არჩევის შემთხევაში კორუფციისა და თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება. გასაუბრების დროს კითხვები დაისვა სამომავლო გეგმებისა და უწყებაში დღეს არსებული მდგომარეობის შესახებ. გაბიტაშვილი ფიქრობს, რომ თითოეული პროკურორი მოვალეობის შესრულების დროს დღეს დამოუკიდებელი და თავისუფალია. როგორ ჩაიარა მოსმენის მესამე დღემ და როგორია პოლიტიკური შეფასებები.