რამდენიმე საათში გახდება ცნობილი თუ რა კონფიგურაციით წარდგება ოპოზიციის ნაწილი ამომრჩევლის წინაშე. გაერთიანებასთან დაკავშირევით ხელისუფლების ოპონენტთა ნაწილის მოსაზრება უცვლელია, თუმცა მეორე ნაწილი გამარჯვების მთავარ ფაქტორად ასახელებს იმას, რომ მიმდინარე წლის არჩევნებისთვის რამდენიმე პოლიტიკური ცენტრი უნდა შეიქმნას. აღნიშნულ საკითხზე მმართველ გუნდშიც აქტიურად საუბრობენ. უმრავლესობა ოპოზიციურ ძალებში მიმდინარე გადაჯგუფების პერსპექტივას ვერ ხედავს.