ოკუპანტების მიერ კიევზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 5 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რაკეტების ნამსხვრევები დედაქალაქის 7 რაიონში ჩამოვარდა. მათივე ინფორმაციით, სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი და საოფისე შენობები და საბავშვო საავადმყოფო. აქამდე ცნობილი გახდა, რომ რუსებმა უკრაინას კორექტირებადი საავიაციო ბომბებითა და რაკეტებით შეუტიეს, რის გამოც საჰაერო განგაში მთელს ქვეყანაში გააქტიურდა. კიევის ოლქსა და დედაქალაქში აფეთქებების ხმები ისმოდა და საჰაერო თავდაცვა მუშაობდა.