ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, ნარენდრა მოდი 2-დღიანი ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრა. ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მთავრობის მეთაური რუსეთში მოსკოვის დროით დაახლოებით 15:00 საათზე ჩაფრინდება. გამგზავრებამდე, ინდოეთის პრემიერმა რუსეთის პრეზიდენტს მეგობარი უწოდა და განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას მოუთმენლად ელის. ნარენდრა მოდიმ აღნიშნა, რომ მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით ინდოეთ-რუსეთის 22-ე ყოველწლიურ სამიტზე დასასწრებად ჩადის.