ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ნატოს სამიტზე არ იქნება საზეიმო შეკრება და ლიდერები მსოფლიოში არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებას განიხილავენ. ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯეიმს ო’ბრაიენის თანახმად, სამიტზე უკრაინის ნატოში გაწევრიანების გზებს განიხილავენ. დღის წესრიგში ასევე გათვალისწინებულია თავდაცვის ბიუჯეტის, ინდოეთისა და წყნარი ოკეანის რეგიონთან პარტნიორობისა და ალიანსის ერთიანობის საკითხები.