საპროკურო საბჭოში გენერალური პროკურორის კანდიდატების მოსმენა გრძელდება. საბჭომ უკვე მოუსმინა გენ პროკურორის მოქმედ მოადგილეს, გიორგი გაბიტაშვილს. ოპოზიციურ პარტიებში დარწმუნები არიან, რომ „ქართული ოცნება“ თანამდებობაზე მათთვის სასურველ კანდიდატს დანიშნავს, რომელიც მიკერძოებულ გადაწყვეტილებებს მიიღებს. ისინი ფიქრობენ, რომ სწორედ გაბიტაშვილია ის, ვინც მმართველი პარტიის ფარული მხარდაჭერით სარგებლობს და რომელიც გენერალურ პროკურორად დაინიშნება. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, საბოლოო გამოსავალი მხოლოდ ხელისუფლების ცვლილება იქნება.