დღეიდან ვაშინგტონში ნატოს სამიტი იწყება და ის 11 ივლისამდე გაგრძელდება. აშშ-ში უკვე იმყოფება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი. ოპოზიციას აღნიშნული სამიტისგან განსაკუთრებული მოლოდინები არ აქვს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ილია დარჩიაშვილის ვიზიტი მხოლოდ ფორმალური ხასიათისაა და მას საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან სასაუბრო არაფერი აქვს. ოპოზიციის განცხადებით, სწორედ „ქართული ოცნებაა“ ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ქვეყანა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს დააშორა და რუსეთთან დაახლოვა. ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებული არიან, რომ ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-თან ბოლო პერიოდში არსებულ პრობლემებს ვერ მოაგვარებს.