უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის სარაკეტო დარტყმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 37-მდე გაიზარდა და 170 ადამიანი დაშავდა. აღნიშნულ ინფორმაციას ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს. მისი ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 3 ბავშვია. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა 19 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. მომხდარის გამო დღეს კიევში გლოვის დღე გამოცხადდა. კიევის საქალაქო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქალაქის ყველა შენობაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება და ყველა გასართობი აქტივობა აკრძალული იქნება.