ამერიკელი სენატორი, ჯინ შაჰინი საქართველოსა და აშშ-ის საერთო სამხედრო წვრთნების, "ღირსეული პარტნიორის" შეჩერებას ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველოში მომავალი სამხედრო წვრთნების გადავადება რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. შაჰინი ამბობს, რომ ამის მიზეზი - ე.წ. „უცხოელი აგენტების შესახებ კანონის“ მიღება გახდა. 5 ივლისს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოსთან "ღირსეული პარტნიორის" სამხედრო სწავლება "განუსაზღვრელი ვადით" გადაიდო.