თეთრი სახლი ამბობს, რომ საქართველოსთან არსებული ყველა პროგრამა გადახედვის პროცესშია - როგორც საერთაშორისო ამბების ჟურნალისტი, ალექს რაუფოღლუ სოციალურ ქსელში წერს, განცხადება ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსმა დირექტორმა, მაიკლ კარპენტერმა გაავრცელა. კარპენტერი იმედოვნებს, რომ შტატები საქართველოს მთავრობის სტრატეგიულ კურსში ცვლილებას დაინახავს, თუმცა აქვე ამბობს, რომ სამოქალაქო საზოგადოების შევიწროება და მიღებული კანონები იმ ღირებულებებს არ შეესაბამება, რომელიც ნატო-ს საფუძვლად უდევს და ასევე არ არის თავსებადი ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციასთან, მათ შორის ევროკავშირთან.