საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება შეჩერებულია - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ 2-დღიან საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა. კონფერენციის სახელწოდებაა „ევროკავშირის გაფართოება - გეოპოლიტიკური საჭიროება და შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებისთვის“. ღონისძიების მიზანია, საფუძველი ჩაუყაროს პლატფორმას, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობისა და დასავლეთ ბალკანეთის კანდიდატი ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოებების, ექსპერტული და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს გააერთიანებს და ასევე ბიძგს მისცემს რეფორმების კუთხით საუკეთესო პრაქტიკის დანერგვას. აღნიშნულ კონფერენციაზე მარიამ ბუკია იმყოფება და ის უფრო დეტალურად გვეტყვის თუ რაზე ისაუბრა ევროკავშირის ელჩმა.