დღეს ვაშინგტონში ნატო-ს საიუბილეო, რიგით 75-ე სამიტი იწყება. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ლიდერები მსოფლიოს გეოპოლიტიკურ ვითარებას, არსებულ გამოწვევებსა და საფრთხეებს განიხილავენ. სამიტზე მიწვეულია საქართველოც - ჩვენს ქვეყანას ვაშინგტონში საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი წარმოადგენს. რას უნდა ელოდოს საქართველო აღნიშნული სამიტისგან და როგორია პოლიტიკური შეფასებები ქვეყნის შიგნით.