ჩინეთმა და ბელარუსმა პოლონეთის საზღვრიდან რამდენიმე მილის მოშორებით ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს. მანევრები 19 ივლისამდე ქალაქ ბრესტის მახლობლად მდებარე სასწავლო ბაზაზე გაგრძელდება. ოფიციალური ინფორმაციით, ე.წ. „ანტიტერორისტული წვრთნების" ფარგლებში, ჩინელი და ბელარუსი სამხედროები ღამის დაშვებაში ივარჯიშებენ, ასევე გაივლიან წვრთნებს წყლის დაბრკოლებების გადალახვასა და დასახლებულ პუნქტებში ოპერაციების ჩატარებაში. აღსანიშნავია, რომ წვრთნები ვაშინგტონში ნატოს სამიტის წინა დღეს დაიწყო.