საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ევროკავშირი თვეების განმავლობაში უგზავნიდა საქართველოს ხელისუფლებას მკაფიო გზავნილებს, რომ თუკი ე.წოდებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონს მიიღებდა, ამას კონკრეტული შედეგი მოჰყვებოდა და, როგორც ელჩი აღნიშნავს, ახლა სწორედ ამ შედეგის დრო დადგა. ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ახლა ევროკავშირი საქართველოს გაწევრიანების პროცესს აჩერებს. კონფერენციაზე სახელწოდებით „ევროკავშირის გაფართოება - გეოპოლიტიკური საჭიროება და შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებისთვის“, ჰერჩინსკიმ აღნიშმა, რომ ევროკავშირის ლიდერებისთვის გაურკვეველია საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების რეალური მიზნები. კიდევ რაზე ისაუბრა ევროკავშირის ელჩმა და როგორ გამოეხმაურნენ მის ამ განცხადებას.