მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ოპოზიციის ერთი ნაწილი გაერთიანებას იწყებს. გუშინ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ ახალი პოლიტიკური პლატფორმა და ასევე ახალი სახეები წარადგინეს. „ერთიანობა“ - სწორედ ასე ჰქვია “ნაციონალური მოძრაობისა” და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთიან პლატფორმას, რომელსაც არმაზ ახვლედიანი, თამარ კორძაია და გია ჯაფარიძე შეუერთდნენ. აღნიშნული სკაითხი პოლიტიკურ სპექტრში განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა. რას აცხადებენ ამ თემაზე ოპოზიციისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლები.