თბილისის მერმა, კახა კალაძემ, თბილისის მთავრობის სხდომაზე, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წარმატებაზე ისაუბრა. დედაქალაქის მერმა განაცხადა, რომ ქართველმა ფეხბურთელებმა საფეხბურთო ისტორიის ახალი ფურცელი დაწერეს. თბილისის მერმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ქართველ გულშემატკივარს, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს და "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს. კალაძის შეფასებით, ეროვნულმა ნაკრებმა, სხვა რელსებზე გადაიყვანა არა მარტო ქართული ფეხბურთი, არამედ მთელი საქართველო. თბილისის მერის შეფასებით, ნაკრების წარმატებამ გააჩინა თვითრწმენა, მოტივაცია და უფრო დიდი გამარჯვების მოლოდინი.