პარლამენტში ამნისტიის შესახებ კანონპროექტი, სავარაუდოდ, დღეს დაინიცირდება. ჯერჯერობით უცნობია სისხლის სამართლის კოდექსის რომელ მუხლებზე გავრცელდება ამნისტია, თუმცა, ამავდროულად, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ გუნდში ამნისტიის ინიციატივაზე დიდი ხანია მუშაობენ და აღნიშნული საკითხის წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირება შეცდომაა. განსხვავებული მოსაზრება აქვთ ოპოზიციაში. იმის მიუხედავად, რომ ოპოზიციის ერთი ნაწილი მმართველი გუნდის ინიციატივას მხარს უჭერს, ამბობენ, რომ „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნოდ მოსახლეობის ხმებზე ნადირობას აპირებს. ზოგიერთი ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, ახლა „ქართული ოცნება“ პატიმრების ბედით ვაჭრობას დაიწყებს.