მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ოპოზიციურმა პარტიებმა გაერთიანება დაიწყეს. პარტიები „ახალი“, „დროა“ და „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ არჩევნებში მონაწილეობას ერთობლივად მიიღებენ. ამავდროულად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ ახალი პოლიტიკური პლატფორმა ერთიანობა შექმნეს, რომელსაც არმაზ ახვლედიანი, თამარ კორძაია და გია ჯაფარიძეც შეუერთდნენ. ოპოზიციურ სპექტრში პოლიტიკურ გაერთიანებებზე აზთა სხვადასხვაობაა. ხელისუფლების ოპონენტთა ერთი ნაწილი კვლავაც გაერთიანების საჭიროებაზე საუბრობს. მეორე ნაწილისთვის კი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაერთიანება კვლავ მიუღებელია. მმართველი პარტიისთვის კი გარკვეული ოპოზიციური პარტიების გაერთიანება არაფერს ნიშნავს. „ქართული ოცნების“ წევრები ამბობენ, რომ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე დიდი ხანია, რაც ჩამოყალიბდა და ისინი საზოგადოებას ახალს ვერაფერს შესთავაზებენ.