აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი საქართველოსთვის 30 მილიონი ევროს მოცულობის დაფინანსების შეჩერების გადაწყვეტილებას გაემოხმაურა - როგორც მან აღნიშნა, ეს ევროკავშირის გადაწყვეტილებაა, მაგრამ მათაც და აშშ-მაც ნათლად თქვეს, რომ საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლას შედეგები მოჰყვებოდა. საქართველოსთან აშშ-ის ურთიერთობების შესახებ ჟურნალისტის კითხვაზე მილერმა უპასუხა, რომ ვაშინგტონში თბილისთან ურთიერთობების „გადახედვა გრძელდება“.