აშშ-ის, გერმანიის, იტალიის, ნიდერლანდებისა და რუმინეთის - ლიდერები პირობას დებენ, რომ უკრაინას საჰაერო თავდაცვის დამატებით საშუალებებს მიაწვდიან. გარდა ამისა, შეერთებული შტატები და პარტნიორები აპირებენ, უახლოეს თვეებში უკრაინას ტაქტიკური საჰაერო თავდაცვის ათობით სისტემა, მათ შორის NASAMS-ის, HAWK-ის, IRIS-ის და Gepard-ის სისტემები მიაწოდონ. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პირობა დადო, რომ უკრაინის მიმართ მხარდაჭერას გააძლიერებს. ბაიდენმა, ვაშინგტონში მიმდინარე ნატო-ს სამიტზე, მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა, რომ უკრაინას შეუძლია პუტინის შეჩერება და ამას გააკეთებს. მანვე ხაზი გაუსვა, რომ ნატო უკრაინას სტრატეგიული საჰაერო თავდაცვის ხუთ და ტაქტიკური თავდაცვის ათობით სისტემას გადასცემს.