უცხოური მედიასაშუალებების განცხადებით, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ციტატა, რომლის მიხედვითაც, ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების მთავარი მოწინააღმდეგე ქვეყნები აშშ და გერმანია არიან, არასწორად გავრცელდა. როგორც „ევროპეისკაია პრავდა“ წერს, მაკრონის შესაბამისი განცხადება გერმანულმა სააგენტო DPA-მ გამოაქვეყნა, ხოლო შემდეგ წაშალა და განმარტა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია. „ევროპეისკაია პრავდა“ მკითხველს ბოდიშს უხდის. შეგახსენებთ, ემანუელ მაკრონის განცხადება, რომლის თანახმადაც, საფრანგეთის პრეზიდენტი ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების მთავარ მოწინააღმდეგე ქვეყნებად ამერიკის შეერთებულ შტატებსა და გერმანიას ასახელებდა, სააგენტო DPA-ზე დაყრდნობით გუშინ გავრცელდა.