თბილისში გრძელდება საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით „ევროკავშირის გაფართოება - გეოპოლიტიკური საჭიროება და შემდგომი ნაბიჯები კანდიდატი ქვეყნებისთვის“. ღონისძიება გერმანიის ელჩმა, პიტერ ფიშერმა გახსნა. მან პეველ ჰერჩინსკის გუშინდელი გზავნილები გაიზიარა და განაცხადა, რომ საქართველო ევროპულ კურსს უნდა დაუბრუნდეს. აღნიშნულ კონფერენციას ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებიც ესწრებიან. როგორ მიმდინარეობს საერთაშორისო ღონისძიება და რა გზავნილები ისმის უცხოელი პარტნიორებისგან.